აღმოჩენილია COVID-19-ით სიკვდილიანობის შემცირების გზა: მეცნიერული კვლევა

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება
რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტების უმრავლესობას სისხლში სწორედ ამ ნივთიერების უკიდურესად დაბალი დონე აღმოაჩნდა

თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. ვიტამინ С-ს შეუძლია გააუმჯობესოს COVID-19-ით მძიმედ დაავადებული პაციენტების მდგომარეობა და შეამციროს სიკვდილიანობის დონე, აცხადებენ დანიელი  მეცნიერები, რომელთა კვლევაც ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნდა.

სპეციალისტთა ჯგუფმა ჩაატარა მთელი რიგი ექსპერიმენტები, რა დროსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების 68 პროცენტში სიკვდილიანობის შემცირება დაფიქსირდა.

COVID-19-ზე აცრა - Sputnik საქართველო
ნემსით აცრაზე უკეთესი: მეცნიერებმა COVID-ვაქცინაციის ეფექტური მეთოდი დაასახელეს

ამასთან აღინიშნება, რომ მეცნიერული დასკვნები ასზე მეტი გამოკვლევის შედეგებს ეფუძნება. მათ შორისაა რანდომიზირებული კონტროლირებადი გამოკვლევა, რომლის დროსაც ექსპერიმენტის მონაწილეთა ნაწილს ვიტამინი C ეძლეოდა, ხოლო ნაწილს ―სტერილური წყალი წვეთოვანიდან.

ექიმებმა С ვიტამინით მკურნალობის ეფექტურობა COVID-19-ის მძიმე ფორმისას იმით ახსნეს, რომ ასეთ დროს ორგანიზმი აღნიშნულ ვიტამინს ჩვეულებრივზე ბევრად სწრაფად ხარჯავს, რათა იმუნურ სისტემას დაავადებასთან გამკლავებაში დაეხმაროს.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების უმრავლესობას სისხლში სწორედ C ვიტამინის უკიდურესად დაბალი დონე აღმოაჩნდა.

ამასთან სპეციალისტები კორონავირუსით დაავადებულებს თვითმკურნალობისგან თავშეკავებას ურჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0