07:12 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)
112 0 0

კვლევა მსოფლიოს 30 ქვეყანაში მდებარე ასობით საავადმყოფოს მონაცემის მიხედვით ჩატარდა, თუმცა ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობას კორონავირუსით სიკვდილიანობა არსად არ შეუმცირებია

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. ანტივირუსული პრეპარატები COVID-19-ის დროს არ მოქმედებენ დაავადების სიმძიმესა და სიკვდილიანობაზე, ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერთა ჯგუფმა მსოფლიოს 30 ქვეყნის 405 საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზის მქონე 11 330 პაციენტის მონაცემები და მათი მკურნალობის მეთოდები განიხილა, მათ შორის ანტივირუსული პრეპარატების მიღება - „რემდესივირის“, „ჰიდროქსიქლოროქინის“, „ლოპინავირის“ და „ინტერფერონ ბეტა-1ა“. სულ რეგისტრირებულია 1 253 ლეტალური შემთხვევა. 28 დღეში სიკვდილიანობამ 11,8% შეადგინა.

დადგინდა, რომ საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით „რემდესივირის“ მიღებისას სიკვდილიანობის კოეფიციენტმა შეადგინა 0,95, „ჰიდროქსიქლოროქინის“ – 1,19, „ლოპინავირის“ – 1,00 და „ინტერფერონ ბეტა-1ა“ – 1,16. ამგვარად, პრეპარატების გამოყენებას პრაქტიკულად არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

მეცნიერთა თვალსაზრისით, მათ მიერ მიღებული მონაცემები უარყოფს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ანტივირუსული საშუალებების გამოყენებას სიკვდილიანობის, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის დაწყების ან ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირება შეუძლია.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)

მთავარი თემები