Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მეცნიერებმა COVID-19-ის დროს ანტივირუსული პრეპარატების არაეფექტურობა დაამტკიცეს

© photo: AFP 2020 / MARTIN BUREAUკორონავირუსის პანდემია მსოფლიოში. საფრანგეთი
კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში. საფრანგეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევა მსოფლიოს 30 ქვეყანაში მდებარე ასობით საავადმყოფოს მონაცემის მიხედვით ჩატარდა, თუმცა ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობას კორონავირუსით სიკვდილიანობა არსად არ შეუმცირებია

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. ანტივირუსული პრეპარატები COVID-19-ის დროს არ მოქმედებენ დაავადების სიმძიმესა და სიკვდილიანობაზე, ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

ქაღალდის კომბინატი - Sputnik საქართველო
შეიქმნა ანტიკოვიდური ქაღალდი, რომელიც კორონავირუსს სრულად ანადგურებს

მეცნიერთა ჯგუფმა მსოფლიოს 30 ქვეყნის 405 საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზის მქონე 11 330 პაციენტის მონაცემები და მათი მკურნალობის მეთოდები განიხილა, მათ შორის ანტივირუსული პრეპარატების მიღება - „რემდესივირის“, „ჰიდროქსიქლოროქინის“, „ლოპინავირის“ და „ინტერფერონ ბეტა-1ა“. სულ რეგისტრირებულია 1 253 ლეტალური შემთხვევა. 28 დღეში სიკვდილიანობამ 11,8% შეადგინა.

დადგინდა, რომ საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით „რემდესივირის“ მიღებისას სიკვდილიანობის კოეფიციენტმა შეადგინა 0,95, „ჰიდროქსიქლოროქინის“ – 1,19, „ლოპინავირის“ – 1,00 და „ინტერფერონ ბეტა-1ა“ – 1,16. ამგვარად, პრეპარატების გამოყენებას პრაქტიკულად არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

მეცნიერთა თვალსაზრისით, მათ მიერ მიღებული მონაცემები უარყოფს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ანტივირუსული საშუალებების გამოყენებას სიკვდილიანობის, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის დაწყების ან ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირება შეუძლია.

ყველა ახალი ამბავი
0