ქალს სუშის მირთმევის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ჰალუცინაციები ტანჯავდა

CC0 / Pixabay / სუში
სუში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმეთვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ ქალი თასმისებური ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატის ერთმა აბმა განკურნა

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ქალს ვადაგასული სუშის მირთმევის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ჰალუცინაციები და უძილობა აწუხებდა, ამის შესახებ წერს Mirror.

ექიმები დიდი ხნის განმავლობაში ვერ იგებდნენ, რამ გამოიწვია პაციენტის დაავადება, სანამ არ აღმოაჩინეს მის კუჭნაწლავში უზარმაზარი თასმისებური ჭია, ნათქვამია სტატიაში.

ერთხელ ქალი დაბრუნდა სახლში სამსახურიდან და იმდენად მშიერი იყო, რომ მაცივარში ხუთი დღის ნადები სუში შეჭამა. ვადაგასული თევზის მჟავე გემოს „შესანიღბავად“ მან სუში სოიოს სოუსში ამოაწო.

კარგი აღნაგობის ქალი  - Sputnik საქართველო
შაქარზე უარესი: დასახელდა საკვები, რომელიც ქალის ჯანმრთელობასა და სილამაზეს ანადგურებს

რამდენიმე ხნის განმავლობაში მას დაეწყო ჰალუცინაციები, მას დაეწყო უმადობა, უძილობა, შეუკავებლობა, შფოთვა. მას ეჩვენებოდა, რომ მწერები კედლებზე მის კანქვეშ დაცოცავენ. გარდა ამისა, პაციენტს ჰქონდა შეგრძნება, თითქოს გული „ყელში უცემს“. მას კუჭის სპაზმები დაეწყო და ჰქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს საპირფარეშოში შესვლის წინ კუჭი „უკანკალებდა“.

ვადაგასული სუშის მირთმევიდან რამდენიმე კვირაში ქალმა თავის მეუღლეს უთხრა, რომ მას მუცელში თითქოს „თევზი ლაყლაყებს“.

პაციენტს რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, ორი საშინელი შეტევის შემდეგ ის ორჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მედიკოსები მიხვდნენ, რომ მისი მდგომარეობის მიზეზი თასმისებური ჭია შეიძლება ყოფილიყო. ეს დაადასტურა მისი განავლის ანალიზმა, რომელშიც თასმისებური ჭიის ათასობით კვერცხი და თავად პარაზიტის ფრაგმენტები აღმოჩნდა.

ქალს თასმისებური ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატის ერთადერთი აბი მისცეს და ის სრულიად განიკურნა.

ყველა ახალი ამბავი
0