შაქარზე უარესი: დასახელდა საკვები, რომელიც ქალის ჯანმრთელობასა და სილამაზეს ანადგურებს

© Pixabay / VViktorკარგი აღნაგობის ქალი
კარგი აღნაგობის ქალი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტები აქვეყნებენ სპეციალურ „შავ სიას“ ქალბატონებისთვის, რომელში შესული პროდუქტებიც სრულად უნდა გამორიცხონ რაციონიდან.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. არსებობს ისეთი საკვები და სასმელი, რაც ქალის სილამაზესა და ჯანმრთელობას იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე შაქარი, წერს ჟურნალი Cosmopolitan.

გამოცემის ექსპერტები აქვეყნებენ იმ პროდუქტის „შავ სიას“, რომელთა მოხმარებაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა უბრალოდ მინიმუმამდე კი არ უნდა დაიყვანონ, არამედ სულ უნდა გამორიცხონ რაციონიდან.

შაქრის შემცვლელები

პრეპარატები და თერმომეტრი - Sputnik საქართველო
არ ჭამოთ, როცა სიცხე გაქვთ: დასახელდა აკრძალული პროდუქტები

ასპარტამი, საქარინი და სუკრაზოლი, რომელსაც ყავას შაქრის ნაცვლად უმატებთ, არა მარტო ანელებს მეტაბოლიზმს, არამედ უარყოფითად მოქმედებს მნიშვნელოვანი ჰორმონების — ლეპტინისა და ინსულინის გამომუშავებაზე. ვიღებთ პარადოქსულ ეფექტს: თითქოს ნაკლებ კალორიებს მოიხმართ, მაგრამ წონაში უფრო აქტიურად იმატებთ.

და ეს ყველაფერი არ არის: შაქრის შემცვლელები ორგანიზმში გროვდება და კანცეროგენულ ეფექტს ავლენს.

ენერგეტიკული სასმელები

ამ შემთხვევაში პირიქითაა. ენერგეტიკული სასმელები კოლოსალური რაოდენობის შაქარს შეიცავს, რომელსაც სტიმულატორების დიდი დოზაც ემატება. გულზე უარყოფით გავლენას ერთი ქილის მიღებაც კი ახდენს, ხოლო მათი რეგულარულად სმა ანადგურებს ნერვულ სისტემას, არღვევს ძილისა და სიფხიზლის რიტმებს და იწვევს განწყობის მოულოდნელ ცვლილებებს. ამას ორმაგი ესპრესო ჯობს.

ნიტრიტები

ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო
ცალკე კაცებისთვის და ცალკე – ქალებისთვის: რა არის საჭირო უკეთესი სექსისთვის

შედის გრძელვადიანი შენახვის ხორცპროდუქტებში: სოსისებში, ბეკონში, ძეხვეულში. თერმული დამუშავების დროს ნიტრიტები ხორცის ცილას უერთდება და წარმოქმნის კანცეროგენებს, რაც ზრდის კუჭისა და ნაწლავების კიბოს რისკს.

„მიკროტალღური“ პოპკორნი

მიკროტალღურ ღუმელში პოპკორნის მომზადების დროს გამოიყოფა სპეციალური მავნე მჟავა PFOA, რომლის კანცეროგენული მოქმედება უკვე დადასტურებულია.

გადამუშავებული ხორცი

ახალი სტეიკი და მწვანე სალათი საუცხოო იდეაა, აი, გაურკვეველი წარმოშობის გაყინულ კოტლეტიანი ბურგერი კი — არც ისე.

და საქმე მხოლოდ ბურგერებში არ არის: ბეკონი, ძეხვეული და სხვა გადამუშავებული ხორცი Hell, no კატეგორიაში შედის. ზედმეტად ბევრი მარილის, სოდის, გემოსა თუ ფერის გამაძლიერებელი სხვა მავნე ნივთიერებების კომბინაცია ზრდის კიბოსა და დიაბეტის რისკს და ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0