03:09 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (609)
95 0 0

იმისათვის, რომ კითხვაზე პასუხი გაეცათ, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ძვლების მოტეხილობებსა და ხორცეულის უარყოფას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს, წერს გაზეთი The Independent ოქსფორდელ მეცნიერებზე დაყრდნობით.

სწავლულები ირწმუნებიან, რომ ხორცზე სრულიად უარის თქმა საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

როგორც ირკვევა, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში 54 ათასზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ხორცს ჭამდა და ისეთებიც, ვისაც არასდროს გაუსინჯავს იგი. ექსპერტებმა ამ უზარმაზარ ჯგუფზე დაკვირვებისას მოტეხილობებსა და ვეგეტერიანულ/ვეგანურ დიეტებს შორის კავშირი გააანალიზეს.

აღმოჩნდა, რომ ხორცზე უარის მთქმელებს, კალციუმისა და ცილების მცირე რაოდენობის გამო (რაც საკვების სახით უნდა მიეღოთ), ძვლების სიმყიფე ჰქონდათ გაზრდილი.

ამასთან, ვეგეტარიანელებსა და თევზეულის მოყვარულებს თეძოს ძვლის მოტეხილობების უფრო მაღალი რისკი დაუფიქსირდათ, ვიდრე ხორცის მჭამელებს.

ვინ უფრო დიდხანს ცოცხლობს – ვეგეტარიანელები თუ „მეხორცეები“: მასშტაბური კვლევა>>

გარდა ამისა, ხშირი მოტეხილობები გამოვლინდა ვეგანებს შორისაც. აღმოჩნდა, რომ ხორცეულსა და, ზოგადად, ცხოველური წარმოშობის საკვებზე უარის მთქმელებს შორის (ვეგანები მხოლოდ მცენარეული პროდუქტით იკვებებიან) ბოლო ოცი წლის განმავლობაში ტრავმების რიცხვი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, ხოლო თეძოს ძვლის მოტეხილობების რისკი — გაორმაგებული.

მანამდე ამერიკელმა და ბრაზილიელმა მიკრობიოლოგებმა დაადგინეს, რომ ხორცპროდუქტებზე სრულიად უარის თქმა არ შეიძლება, ვინაიდან ადამიანის ორგანიზმი ხორცში შემავალ ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, მაგალითად, ვიტამინ B12-ს უკეთ ითვისებს, ვიდრე მის მცენარეულ ანალოგს.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (609)

მთავარი თემები