Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმო: არ დალიოთ ანტიბიოტიკები კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს ემბლემა
ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჭიროების გარეშე ანტიბიოტიკების უკონტროლოდ გამოყენება იწვევს ამ პრეპარატებისადმი მდგრადობის გამომუშავებას და შედეგად მათი მოქმედების შესუსტებას – როდესაც ამ წამლების მიღების აუცილებლობა დადგება.

თბილისი, 18 ნოემბერი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოსახლეობას მოუწოდა, არ დალიონ ანტიბიოტიკები რომელიმე დაავადების პროფილაქტიკის მიზნით და ექიმის დანიშნულების გარეშე. ამის შესახებ წერს РИА Новости.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ევროპაში იზრდება ანტიბიოტიკების მიმართ ორგანიზმის მდგრადობის განვითარების რისკი, რასაც COVID-19-ის პანდემიის დროს ამ პრეპარატების არასწორი მიღება იწვევს.

„მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ანტიბიოტიკი არ კურნავს და არ იცავს COVID-19-ის მსგავსი ინფექციებისგან, ევროპის რეგიონის ცხრა ქვეყანასა და ზონაში ჩატარებული ადამიანების ქცევის კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება პანდემიის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობასთან ერთად იზრდებოდა“, - ნათქვამია ჯანმოს ევროპის ბიუროს განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანდარინები - Sputnik საქართველო
როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე: ექიმი გვირჩევს

კვლევის თანახმად, იმ ადამიანების 79-96%, რომლებიც ანტიბიოტიკებს იღებდნენ, არ იყვნენ ავად COVID-19-ით, მაგრამ წამლებს სვამდნენ კორონავირუსისგან თავის დასაცავად. ასევე სტაციონარებში გადაყვანილი პაციენტების მხოლოდ 15%-ს სჭირდებოდა ანტიბიოტიკები, ვინაიდან მათ აღენიშნებოდათ თანმდევი ბაქტერიული ინფექციები, თუმცა პრეპარატი დაავადებულების 75%-ს გამოუწერეს.

ჯანმოში ასევე აღნიშნეს, რომ ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მესამე თაობამ მალევე შეიძლება დაკარგოს ეფექტურობა, რადგან ევროპის არაერთი სამედიცინო დაწესებულება პანდემიის დასაწყისში ცდილობდა ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას მსგავსი პრეპარატებით.

ყველა ახალი ამბავი
0