თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ნუ დაზოგავთ ელექტროენერგიას, კარგი ხელოვნური განათებით მზიანი დღის შთაბეჭდილება შექმენით - შემოდგომა-ზამთარში იმუნიტეტის ასამაღლებლად ასეთ რჩევებს გვაძლევს თერაპევტი ლარისა ალექსეევა.
„განწყობას აამაღლებს ყვითელი და ნარინჯისფერი, ასევე არომატები, კარგია თუ ხილის ლარნაკში ჩავაწყობთ მანდარინებს, ფორთოხლებსა და ლიმონებს“, - განაცხადა ალექსეევამ.
მედიკოსმა ასევე ყველას ურჩია, უარი თქვან შავსა და ნაცრისფერ ტანსაცმელზე და ჩაანაცვლონ ფერადით, რადგან წელს ბევრმა ადამიანმა დასასვენებლად წასვლა ვერ მოახერხა.
„სამოსი შეარჩიეთ ფერადი, კაშკაშა, ეს განწყობას აამაღლებს. ეს კი სიხარულის ჰორმონის - სეროტონინის გამომუშავებაში დაგვეხმარება. თავს მივცეთ უფლება და დილით მივირთვათ შავი შოკოლადი, ბანანი და ყავა - ეს შესანიშნავად მოქმედებს განწყობაზე და ტონუსს ამაღლებს“, - ამბობს ალექსეევა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ შემოდგომაზე ბევრი ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა შეინიშნება. მან ასევე შეახსენა მოსახლეობას C ვიტამინის მიღების აუცილებლობა, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინები გამოყო: В6 და В12 ნერვულ სისტემას ამაგრებენ, ხოლო D და C ვიტამინებთან ერთად განწყობის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.
ვირუსები რომ ვერ მოგვერიოს: სამკურნალო ბალზამები და ნაყენები >>
ამასთან, D3 ვიტამინის მიღება აუცილებლად სპეციალისტმა უნდა დანიშნოს, ასევე კარგი იქნება ანალიზების ჩაბარება. ალექსეევა ასევე აცხადებს, რომ კარგია სოლარიუმში სიარული, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ აღენიშნება რაიმე ონკოლოგიური დაავადება ან სხვა უკუჩვენება.