20:46 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1218)
90 0 0

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V" გახდება ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში რეგისტრაციაზე იქნება წარდგენილი

თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. იერუსალიმში „ჰადასას“ სამედიცინო ცენტრი ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-ის დარეგისტრირებას გეგმავს, უამბო РИА Новости-ს საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზეევ როტშტეინმა.

„რადგან ვიცით, რომ ყველა რუსული კვლევა მიმდინარეობს სწორად, სტანდარტების შესაბამისად, ჩვენ გამოვითხოვეთ ვაქცინაზე მთელი ინფორმაცია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში წარსადგენად, რათა ეს ვაქცინა ისრაელში დარეგისტრირდეს. რუსული ვაქცინა „სპუტნიკV" - პირველი ვაქცინაა, რომელიც ისრაელში რეგისტრაციაზე იქნება წარდგენილი“, - განაცხადა როტშტეინმა.

მისი თქმით, კლინიკა „ჰადასას“ ფილიალი მოსკოვში უკვე მონაწილეობს „სპუტნიკV"-ის კვლევების მესამე ფაზაში. გარდა ამისა, ზაფხულში ისრაელმა რამდენიმე სხვა კომპანიასთან, მათ შორის ამერიკულ „მოდერნასთან“, მომავალი ვაქცინის შესყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

„ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო უფრო მარტივად უყურებს ამერიკულ ნამუშევრებს და სიფრთხილით ეპყრობა რუსულებს. მათი მყისიერი რეაქცია იყო, რომ რუსულ აცრასთან დაკავშირებით საკმარისი მონაცემები არ აქვთ. სწორედ ამიტომ ჩვენ მათ ყველა მონაცემებს მივაწვდით. სარეგისტრაციოდ გამზადებულ ამ საქაღალდეში იქნება ყველა საჭირო მონაცემი ვაქცინის შემუშავების შესახებ და დასკვნები კვლევების პირველი და მეორე ფაზების მიხედვით“, - განმარტა პროფესორმა.

ხუთშაბათს იერუსალიმში მდებარე „ჰადასას“ სამედიცინო ცენტრმა განაცხადა, რომ „სპუტნიკV"-ის 1,5 მილიონი დოზის შესყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნულია, რომ თუ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს ნებართვას ვაქცინის გამოყენებაზე, „ჰადასას“ სამედიცინო ცენტრი ვაქცინას თავის უცხოურ ფილიალებში გამოიყენებს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკV",  რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა სამკვირიანი შუალედით პრეპარატის ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1218)

მთავარი თემები