Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლავროვი: რუსეთი მზადაა COVID-19-ის ვაქცინაციის საკითხზე ევროპასთან თანამშრომლობისთვის

© photo: Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ახლა კი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის კიდევ რამდენიმე ვაქცინა მუშავდება

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. რუსეთი მზადაა ევროპის საბჭოსთან ითანამშრომლოს კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხებზე, მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე ონლაინსესიის მონაწილეებს. ამის შესახებ იუწყება РИА Новости.

ლავროვის თქმით, კორონავირუსმა დაამტკიცა, რომ ევროპელებს საერთო საფრთხეების პირისპირ ერთობის შენარჩუნება სჭირდებათ.

„რუსეთში სერტიფიცირებულია კორონავირუსის პირველი ვაქცინა „სპუტნიკ V“. მუშავდება კიდევ ორი ვაქცინა... ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის ეს წარმატება ყველას არ უხარია. მაგრამ არანაირი პოლიტიკური მოსაზრებები, არანაირი ეკონომიკური გათვლები არ უნდა დადგეს საკუთარ მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებზე მაღლა“, - განაცხადა მინისტრმა.

ვლადიმირ პუტინი დამცავ კომბინეზონში - Sputnik საქართველო
პუტინმა რუსეთში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის დაწყების ვადა დაასახელა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს ყოველთვის სჯეროდა „ევროპის საბჭოს გამაერთიანებელი პოტენციალის“ და მასში „საერთო ევროპული სახლის პირველსახეს“ ხედავდა.

„თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ „სახლში“ ჩვენი ოცდახუთწლიანი ცხოვრების გამოცდილება არცალსახაა - არის როგორც უდავო მიღწევები, ისე აუხდენელი ოცნებები და იმედგაცრუებები“,  - დაასკვნა ლავროვმა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკV",  რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა სამკვირიანი შუალედით პრეპარატის ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V  - Sputnik საქართველო
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ჯანმოში გადაკვალიფიცირებას გაივლის

სექტემბერში რუსულ სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ დასრულდა SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები. როგორც „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა, „ვექტორის“ ვაქცინა სახელწოდებით „ეპივაკკორონა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე რუსული ვაქცინა გახდება.

წინა კვირას უნგრეთმა რუსეთსა ან ჩინეთში წარმოებული ვაქცინის შეძენის მზადყოფნა გამოხატა. ევროკომისიის პასუხი კი იყო, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეიძლება ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებსაც ევროპაში სერტიფიცირება არ გაუვლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0