06:23 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2351)
45 0 0

ბელარუსის პრეზიდენტის გარდა სიაში აღმოჩნდა მისი უფროსი ვაჟი ვიქტორ ლუკაშენკო და კიდევ 13 ფიგურანტი

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ევროკავშირმა პარასკევს ბელარუსზე და მათ შორის, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ, ინდივიდუალური სანქციების მეორე პაკეტი შემოიღო. შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდა, იუწყება Sputnik–ბელარუსი.

სიაში ყველა მოხვედრილ პირს ეკრძალება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა, ასევე გაიყინა მათი ევროკავშირში არსებული აქტივები.

„არალეგიტიმური პრეზიდენტი“: ევროკავშირი ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა>>

სანქციების სისს გაფართოების გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა 12 ოქტომბერს მიიღეს. მას შემდეგ ამ სიის შეთანხმებაზე გრძელდებოდა მუშაობა.

ევროკავშირში არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს. უფრო ადრე ბრიუსელმა ინდივიდუალური სანქციები რესპუბლიკის 40 მოქალაქის მიმართ დააწესა, რომლებიც, ევროკავშირის აზრით, მონაწილე არიან მშვიდობიანი აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობაში და არჩევნების შედეგების გაყალბებაში. ლუკაშენკო პირველ სიაში არ მოხვდა, რადგან ევროკავშირში იმედოვნებდნენ, რომ ბელარუსის ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგს დაიწყებდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ სანქციები უკვე დაუწესეს ალექსანდრ ლუკაშენკოს, მის ვაჟსა და ასევე მთელ რიგ ბელარუს ძალოვნებს.

ალექსანდრ ლუკაშენკო: „შესაძლოა ცოტა მეტხანს მომივიდა პრეზიდენტობა“>>

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს – საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. აქციების დარბევის დროს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, შუქბგერით ყუმბარებსა და რეზინის ტყვიებს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2351)

მთავარი თემები