07:34 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2072)
98 0 0

ლუკაშენკოს თქმით, ის საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ალაგებდა ბელარუსს და ასე მარტივად ვერ მიატოვებს ყველაფერს.

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსული მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა აზრი, რომ, შესაძლოა, ცოტა მეტხანს მოუვიდა თანამდებობაზე ყოფნა. ინტერვიუდან ამონარიდი რადიოსადგურ Говорит Москва-ს რედაქტორმა რომან ბაბაიანმა გამოაქვეყნა საკუთარ ტელეგრამ–არხზე.

„დიახ, შესაძლოა, ცოტა ზედმეტ ხანს ვიყავი თანამდებობზე. შესაძლოა მარტო ტელევიზორში კი არა, უთოსა და ჩაიდანშიც მაჩვენებდნენ. კი, მაგრამ ახლა მართლა მარტო მე შემიძლია დავიცვა ბელარუსი“, — უთხრა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს.

პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა ჩაატაროს კონსტიტუციის რეფორმა, რის შემდეგაც ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს.

„მე ისე უბრალოდ არ წავალ. საუკუნის მეოთხედის განმავლობაში ვალაგებდი ბელარუსს. ამ ყველაფერს ასე უბრალოდ ვერ მივაგდებ. თანაც, მე თუ წავედი, ჩემს მომხრეებს ჩახოცავენ!“ — თქვა ბალარუსის ლიდერმა.

ლუკაშენკომ განმარტა, თუ რატომ გამოჩნდა ავტომატით სახალხოდ, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავდა, რომ არსად გაქცეულა და მზად იყო, ბოლომდე დაეცვა საკუთარი ქვეყანა.

ლუკაშენკომ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზეც.

„ადამიანურად ძალიან მწყინს, მაგრამ მესმის, რომ იმ ადამიანების ნაწილმა, რომლებიც ახლა პროტესტს აცხადებენ, უბრალოდ არ იციან როგორი იყო ბელარუსი 20 წლის წინ, ხოლო ნაწილს დაავიწყდა“, — თქვა მან.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმელების გაკიცხვა, რომ მათ აქციები დაშალეს, არ შეიძლება, ვინაიდან მათ „ქვეყანა ბლიცკრიგისგან დაიცვეს“.

ვითარება ბელარუსში

9 აგვისტოს ბელარუსში სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 80,1% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა 10,12%-ით.

ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ქვეყანაში არასანქცირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ. თავად ტიხანოვსკაიამ ბელორუსია დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციებისას დაკავებულია 6,7 ათასზე მეტი კაცი, დაშავდა ასობით ადამიანი. ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა საპროტესტო აქციის მონაწილე სამი პირის დაღუპვის ფაქტი.

თემები:
მსოფლიო დღეს (2072)

მთავარი თემები