06:38 30 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2326)
100 0 0

დარბაზში მყოფი სამი თანამშრომლიდან ერთ–ერთმა გაქცევა მოახერხა და მალე ბანკს შეიარაღებულმა პოლიციამ შემოარტყა ალყა

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. იტალიის ქალაქ მილანში შეიარაღებული ბანდიტები ერთ–ერთ ბანკში შეიჭრნენ, გაძარცეს ის და მერე საკანალიზაციო მილის საშუალებით გაიპარნენ, იუწყება The Guardian–ი.

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 ნოემბერს მოხდა. ორი მძარცველი ბანკ Crédit Agricole–ს განყოფილებაში შევიდა და იქ მყოფ სამ თანამშრომელს იარაღი მიუშვირა, სხვა ორი კი საკანალიზაციო მილიდან აძვრა პირადი სეიფების სათავსოში და მათ „გასუფთავებას“ შეუდგა.

ამასობასი დარბაზში მყოფი სამი თანამშრომლიდან ერთ–ერთმა გაქცევა მოახერხა და მალე ბანკს შეიარაღებულმა პოლიციამ შემოარტყა ალყა. როდესაც მათ ბანკში შესვლა სცდეს, მძარცველებმა სახანძრო განგაში ჩართეს, მერე კი არეულობით ისარგებლეს და დანარჩენ ორ კომპანიონთან ერთად გაუჩინარდნენ საკანალიზაციო მილში.

პოლიცია მათ დაედევნა, მაგრამ ამაოდ – სამართალდამცველებმა მძარცველების პოვნა ვერ მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანდიტებმა ოცი ინდივიდუალური სეიფის გაძარცვა მოასწრეს, თუმცა არ კონკრეტდება, რა ნივთები წაიღეს იქიდან.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2326)

მთავარი თემები