თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. იტალიის ქალაქ მილანში შეიარაღებული ბანდიტები ერთ–ერთ ბანკში შეიჭრნენ, გაძარცეს ის და მერე საკანალიზაციო მილის საშუალებით გაიპარნენ, იუწყება The Guardian–ი.
Armed gang uses sewerage system to rob Milan bank https://t.co/o8zSmCj7Pu pic.twitter.com/NpaAQhCPuD
— İtalya Turları (@italyaturlarii) November 3, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 3 ნოემბერს მოხდა. ორი მძარცველი ბანკ Crédit Agricole–ს განყოფილებაში შევიდა და იქ მყოფ სამ თანამშრომელს იარაღი მიუშვირა, სხვა ორი კი საკანალიზაციო მილიდან აძვრა პირადი სეიფების სათავსოში და მათ „გასუფთავებას“ შეუდგა.
ამასობასი დარბაზში მყოფი სამი თანამშრომლიდან ერთ–ერთმა გაქცევა მოახერხა და მალე ბანკს შეიარაღებულმა პოლიციამ შემოარტყა ალყა. როდესაც მათ ბანკში შესვლა სცდეს, მძარცველებმა სახანძრო განგაში ჩართეს, მერე კი არეულობით ისარგებლეს და დანარჩენ ორ კომპანიონთან ერთად გაუჩინარდნენ საკანალიზაციო მილში.
პოლიცია მათ დაედევნა, მაგრამ ამაოდ – სამართალდამცველებმა მძარცველების პოვნა ვერ მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანდიტებმა ოცი ინდივიდუალური სეიფის გაძარცვა მოასწრეს, თუმცა არ კონკრეტდება, რა ნივთები წაიღეს იქიდან.