04:16 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2324)
103 0 0

დონალდ ტრამპის გუნდი ვისკონსინში ხმების თავიდან გადათვლას მოითხოვს და აცხადებს, რომ ბევრ სხვა შტატშიც ასევე ჰქონდა ადგილი ფალსიფიკაციას.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხმების დათვლის პროცესში დამკვირვებლებს მოვალეობის შესრულების საშუალება არ ეძლეოდათ.

აღსანიშნავია, რომ „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის ეს და კიდევ ბევრი სხვა პოსტი მის აკაუნტზე მონიშნა როგორ „საეჭვო“. ​

გარდა იმისა, რომ ტრამპი და მისი გუნდი ბიულეტენების დათვლის პროცესზე რესპუბლიკელი დამკვირვებლების დაშვებას მოითხოვენ, ისინი ასევე მოითხოვენ ხმების გადათვლას ვისკონსინში და ირწმუნებიან, რომ მთელ რიგ შტატებში, სადაც ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს უსწრებს, თაღლითობას ჰქონდა ადგილი.

„მე იოლად ვიგებ არჩევნებს აშშ-ში კანონიერი ხმებით. დამკვირვებლებს არანაირი სახით არ აძლევდნენ თავიანთი მოვალეობის შესრულების საშუალებას. ამიტომ ხმები, რომლებიც ამ პერიოდშია შესული, უკანონოდ უნდა იყოს ცნობილი. ეს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, — წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

ამ დროისათვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა ჯერ ისევ არ არის ცნობილი.

მანამდე The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის საფოსტო სამსახურმა საარჩევნო უბნებზე 150 ათასი ბიულეტენის დროულად მიტანა ვერ მოასწრო, საიდანაც 12 ათასზე მეტი ბიულეტენი სწორედ იმ შტატებზე მოდის, რომლებშიც გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა. 

თემები:
მსოფლიო დღეს (2324)

მთავარი თემები