10:13 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2351)
83 0 0

პორტლენდის პოლიციამ ქალაქში დაწყებული არეულობა ამბოხებად შეაფასა, საქმეში ეროვნული გვარდია ჩაერთო, მიმდინარეობს დაკავებები.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ორეგონის შტატის ხელისუფლებამ ქალაქ პორტლენდში ეროვნული გვარდიის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე აფეთქებული უწესრიგობების ჩაქრობაში დაეხმაროს.

​აღნიშნულის თაობაზე განცხადებას მალტნომის ოლქის შერიფის ოფისი აქვეყნებს Twitter-ზე.

„პორტლენდის ცენტრში ამ დროისათვის ძალადობის მასობრივ აქტებს აქვს ადგილი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გუბერნატორმა ქეით ბრაუნმა... ორეგონის შტატის ეროვნული გვარდია აამოქმედა ადგილობრივი სამართალდამცველების დასახმარებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.

პორტლენდის პოლიციამ ქალაქში დაწყებული არეულობა, რა დროსაც პროტესტანტებმა მაღაზიების ვიტრინების მსხვრევა და პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნების, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა დაიწყეს, ამბოხებად შეაფასა.

​ამ დროისათვის დაახლოებით ათი ადამიანია დაკავებული. ჩამორთმეულია შაშხანა, მჭიდები და თვითნაკეთი ასაფეთქებლები.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საარჩევნო კომისიებს ხმების დათვლა ჯერ არ დაუსრულებიათ და საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის.  

​წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს დემოკრატი ჯო ბაიდენი. თუმცა საბოლოოდ საქმეს ამომრჩეველთა კოლეგიის (ელექტორალის) ხმათა რაოდენობა გადაწყვეტს. კანდიდატს გამარჯვებისთვის 538 ელექტორალიდან 270-ის ხმა ესაჭიროება. ამ დროისათვის ბაიდენს 264, ხოლო ტრამპს 214 ელექტორალი უჭერს მხარს. წამყვანი ამერიკული მედიის ცნობით, გამოსაცხადებელი დარჩა ოთხი შტატის შედეგები: პენსილვანიის, მიჩიგანის, ნევადისა და ალასკის.

თემები:
მსოფლიო დღეს (2351)

მთავარი თემები