თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ორეგონის შტატის ხელისუფლებამ ქალაქ პორტლენდში ეროვნული გვარდიის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე აფეთქებული უწესრიგობების ჩაქრობაში დაეხმაროს.
The National Guard was activated for the first time tonight in Portland at the #antifa riot. In the past six months of rioting, the governor refused to bring in the National Guard. #PortlandRiots #antifa pic.twitter.com/A3Rcrjkbov
— Andy Ngô (@MrAndyNgo) November 5, 2020
აღნიშნულის თაობაზე განცხადებას მალტნომის ოლქის შერიფის ოფისი აქვეყნებს Twitter-ზე.
„პორტლენდის ცენტრში ამ დროისათვის ძალადობის მასობრივ აქტებს აქვს ადგილი. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გუბერნატორმა ქეით ბრაუნმა... ორეგონის შტატის ეროვნული გვარდია აამოქმედა ადგილობრივი სამართალდამცველების დასახმარებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.
პორტლენდის პოლიციამ ქალაქში დაწყებული არეულობა, რა დროსაც პროტესტანტებმა მაღაზიების ვიტრინების მსხვრევა და პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნების, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა დაიწყეს, ამბოხებად შეაფასა.
Antifa down in Portland. pic.twitter.com/q6wULZzO12
— Ian Miles Cheong (@stillgray) November 5, 2020
ამ დროისათვის დაახლოებით ათი ადამიანია დაკავებული. ჩამორთმეულია შაშხანა, მჭიდები და თვითნაკეთი ასაფეთქებლები.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საარჩევნო კომისიებს ხმების დათვლა ჯერ არ დაუსრულებიათ და საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის.
Continued chaos in downtown Portland at the antifa riot. #PortlandRiots pic.twitter.com/nScPg86QVQ
— Andy Ngô (@MrAndyNgo) November 5, 2020
წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს დემოკრატი ჯო ბაიდენი. თუმცა საბოლოოდ საქმეს ამომრჩეველთა კოლეგიის (ელექტორალის) ხმათა რაოდენობა გადაწყვეტს. კანდიდატს გამარჯვებისთვის 538 ელექტორალიდან 270-ის ხმა ესაჭიროება. ამ დროისათვის ბაიდენს 264, ხოლო ტრამპს 214 ელექტორალი უჭერს მხარს. წამყვანი ამერიკული მედიის ცნობით, გამოსაცხადებელი დარჩა ოთხი შტატის შედეგები: პენსილვანიის, მიჩიგანის, ნევადისა და ალასკის.