Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსის ახალი ატიპიური გამოვლინება: ექიმები ფოტოებს აქვეყნებენ

© AP Photo / Francisco Secoკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსები აცხადებენ, რომ ვირუსის დასადგენად ასეთი ნიშანი შეიძლება მთავარიც კი იყოს, განსაკუთრებით, უსიმპტომო ინფიცირებულებში.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ექიმებმა კორონავირუსის ატიპიური გამოვლინების ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებზეც COVID-19-ით დაავადებული პაციენტების წითელი და იისფერი მუწუკებით დაფარული კიდურებია აღბეჭდილი, იუწყება Huffington Post. 

​​აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ფეხებსა და ხელებზე ასეთი გამონაყარი მოყინვის შედეგად მიიჩნეოდა. თუმცა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ამ სიმპტომის შესახებ ჩივილი თბილ სეზონზეც კი, რამაც ექიმები შეაშფოთა.

მკვლევარებმა COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის ასეთი სიმპტომების მქონე 12 ათასი ადამიანი გამოავლინეს და სთხოვეს მათ, ფოტოები გადაეგზავნათ. 

​გამოკითხულმა პაციენტებმა აღნიშნეს, რომ წითელი და იისფერი გამონაყარი შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ, როგორც წესი, ქავილი არ ახასიათებს. როდესაც გამონაყარი ქრება, კანის ზედა ფენები „იფცქვნება“.

ექიმებმა განმარტეს, რომ კავშირი კანის საფარველის ასეთ ანთებასა და კორონავირუსს შორის „კოვიდური თითების“ მქონე ბავშვებში კანის ბიოფსიის წყალობით გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ COVID-ის ტესტი უარყოფითი იყო, ექიმებმა ვირუსი ენდოთელიუმის უჯრედებში და ასევე საოფლე ჯირკვლებში აღმოაჩინეს.

გვიცავს თუ არა გაციება კორონავირუსისგან: ცნობილი იმუნოლოგის განმარტება>>

დერმატოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ლიგამ და ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიამ დაადგინეს, რომ „კოვიდური თითები“ პაციენტებში შეიძლება 15 დღის განმავლობაში იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ზოგჯერ ის 130-150 დღის განმავლობაშიც ვლინდება.

მედიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ვირუსის გამოსავლენად ასეთი ნიშანი შეიძლება მთავარიც კი იყოს, განსაკუთრებით, უსიმპტომო ინფიცირებულებში.

ყველა ახალი ამბავი
0