თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ექიმებმა კორონავირუსის ატიპიური გამოვლინების ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებზეც COVID-19-ით დაავადებული პაციენტების წითელი და იისფერი მუწუკებით დაფარული კიდურებია აღბეჭდილი, იუწყება Huffington Post.
For months, red and purple bumps have been showing up on the fingers and toes of Covid-19 patients – dubbed ‘Covid fingers and toes’. https://t.co/CeOhjEQf1B
— HuffPost India (@HuffPostIndia) November 2, 2020
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ფეხებსა და ხელებზე ასეთი გამონაყარი მოყინვის შედეგად მიიჩნეოდა. თუმცა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ამ სიმპტომის შესახებ ჩივილი თბილ სეზონზეც კი, რამაც ექიმები შეაშფოთა.
მკვლევარებმა COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის ასეთი სიმპტომების მქონე 12 ათასი ადამიანი გამოავლინეს და სთხოვეს მათ, ფოტოები გადაეგზავნათ.
Photos Showing What 'Covid Fingers And Toes' Can Look Likehttps://t.co/OIm6PwE04O pic.twitter.com/N0WZEtWca9
— dada (@dadababako1966) November 4, 2020
გამოკითხულმა პაციენტებმა აღნიშნეს, რომ წითელი და იისფერი გამონაყარი შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ, როგორც წესი, ქავილი არ ახასიათებს. როდესაც გამონაყარი ქრება, კანის ზედა ფენები „იფცქვნება“.
ექიმებმა განმარტეს, რომ კავშირი კანის საფარველის ასეთ ანთებასა და კორონავირუსს შორის „კოვიდური თითების“ მქონე ბავშვებში კანის ბიოფსიის წყალობით გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ COVID-ის ტესტი უარყოფითი იყო, ექიმებმა ვირუსი ენდოთელიუმის უჯრედებში და ასევე საოფლე ჯირკვლებში აღმოაჩინეს.
გვიცავს თუ არა გაციება კორონავირუსისგან: ცნობილი იმუნოლოგის განმარტება>>
დერმატოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ლიგამ და ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიამ დაადგინეს, რომ „კოვიდური თითები“ პაციენტებში შეიძლება 15 დღის განმავლობაში იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ზოგჯერ ის 130-150 დღის განმავლობაშიც ვლინდება.
მედიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ვირუსის გამოსავლენად ასეთი ნიშანი შეიძლება მთავარიც კი იყოს, განსაკუთრებით, უსიმპტომო ინფიცირებულებში.