08:26 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (568)
168 0 0

ბრიტანელი ექსპერტების თქმით, მოახლოებული ინფარქტის ცნობილი ნიშნების გარდა არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომლებიც შესაძლოა ყველამ არ იცოდეს.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ადამიანთა უმეტესობამ იცის, რომ გულის შეტევის ძირითადი სიმპტომები — ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი და დაღლილობაა, მაგრამ არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომლებიც მოახლოებულ ინფარქტზე მეტყველებს, იუწყება ბრიტანული Express ექსპერტებზე დაყრდნობით.  

სპეციალისტებმა დაასახელეს რამდენიმე კარგად ცნობილი ნიშანი, რომლებიც ინფარქტის რისკის წინაშე მყოფ ადამიანებში ვლინდება.

„ტუჩების, ხელებისა თუ ფეხების ციანოზი (გალურჯება) ასევე შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ადამიანს გულის შეტევა აქვს“, — განაცხადეს სამედიცინო ორგანიზაცია Cedars-Sinai-ში.

სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის სხვა წინმსწრებ და არააშკარა ნიშნებს განეკუთვნება: სისუსტის შეგრძნება, მოულოდნელად გაძლიერებული ოფლიანობა, „მძიმე“ გულისცემა, გულის არარეგულარული რიტმი, გონების დაკარგვა, შფოთვისა და მოსალოდნელი სიკვდილის შეგრძნება.

ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხანდაზმულ ადამიანებს, ინსულტის მსგავსად, ასეთ დროს შეიძლება განუვითარდეთ დეზორიენტაცია.

როგორც ბრიტანეთის გულის ფონდში განმარტეს, შეტევისას ტკივილი გულ-მკერდის არეში შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობის იყოს: ზოგ შემთხვევაში ის ძლიერია, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს ჰგავდეს.

მედიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ სიმპტომები შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში იყოს შენარჩუნებული, ან უეცრად და მოულოდნელად განვითარდეს.

ცნობილია გულის დაავადებების უჩვეულო მიზეზი: ექიმი გვაფრთხილებს!>>

ბრიტანელი სპეციალისტების რჩევით, ამ ნიშნების არსებობის შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ გამოიძახოთ სამედიცინო დახმარება. ექიმის მოლოდინში კი უნდა დაჯდეთ, შეეცადოთ დამშვიდდეთ და მიიღოთ 300 მილიგრამი ასპირინი.

მანამდე ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გულის შეტევის მოახლოების ერთ-ერთი სიგნალი შეიძლება იყოს ენის ფერის შეცვლა. 

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (568)

მთავარი თემები