09:35 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2318)
42 0 0

ბოლო მონაცემებით, ვენაში ტერაქტების სერიის დროს დაიღუპა ოთხი და დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის – პოლიციელი.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ტერაქტი ავსტრიის დედაქალაქში – ეს მიუღებელი ძალადობაა, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ში.

„ასეთი სახის ძალადობა მიუღებელია. ვენა ძლიერია და ძველებურად აღდგება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და დავდგეთ ერთად ამ რადიკალური ძალადობის წინააღმდეგ“, – დაწერა ზურაბიშვილმა.

ტერაქტი ვენაში დაგმო საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამაც, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირების გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ჩვენ ავსტრიელებისა და მთელი მსოფლიოსადმი სოლიდარულები ვართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – დაწერა გიორგი გახარიამ ასევე Twitter-ში.

2 ნოემბერს უცნობების ჯგუფმა შეიარაღებული თავდასხმების სერია მოაწყო ვენაში. თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი სინაგოგა იყო. ავსტრიის მთავრობამ მომხდარს ტერაქტის შეფასება მისცა.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაშავებულია 18, რომელთაგან შვიდი მძიმედაა დაჭრილი და საავადმყოფოშია მოთავსებული.

ავსტრიის ხელისუფლებამ მომხდარის შემდეგ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე საზღვრებზე და, განსაკუთრებით, დედაქალაქ ვენაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2318)

მთავარი თემები