09:28 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2317)
182 0 0

ეპიდემიოლოგებმა უკვე მოინახულეს დაღუპულთა ოჯახები და საავადმყოფოები, რომლებშიც გარდაცვლილები იყვნენ, და კვლევისთვის აუცილებელი მონაცემები შეკრიბეს.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. უცნობი დაავადებისგან ნიგერიის შტატ დელტაში 15-მდე ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Vanguard.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა ასაკი 18-დან 25 წლამდე მერყეობს.

შტატის ხელისუფლებამ დაარწმუნა მოსახლეობა, რომ ყველაფერს გააკეთებს დაავადების გავრცელების შესაკავებლად.

„შტატის მთავრობამ მიიღო ინფორმაცია სიკვდილიანობის ამოუხსნელი შემთხვევების შესახებ, <...> რის გამოც გუბერნატორმა დაავალა ჯანდაცვის სამინისტროს, დაუყონებლივ გამოიძიოს ეს შემთხვევები, განსაზღვროს მიზეზები და მიიღოს ყველა ზომა დაავადების გავრცელების შესაკავებლად“, — ციტირებს გამოცემა ჯანდაცვის საკითხთა რწმუნებულ მორდი ონონიეს.

ბოლო ცნობით, ეპიდემიოლოგებმა უკვე მოინახულეს დაღუპულთა ოჯახები და საავადმყოფოები, რომლებშიც გარდაცვლილები იყვნენ, და კვლევისთვის აუცილებელი მონაცემები შეკრიბეს.

ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ადამიანების იდუმალი გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ჰემორაგიული ცხელება*.

მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი სასიკვდილო დაავადება VEXAS აღმოაჩინეს, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემართება და დაავადებულთა 40% შეუძლია იმსხვერპლოს. 

*ჰემორაგიული ცხელება — ვირუსული ბუნებრივ-კეროვანი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ჰემორაგიული სინდრომით. მძიმე კლინიკურ ფორმებს თან ახლავს ფართო სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოებში, არტერიული ჰიპოტენზია და შოკური მდგომარეობა. ჰემორაგიებით მიმდინარე დაავადებებია: ყვითელი ცხელება, დენგეს ცხელება, ლასას, ებოლას, მარბურგის ცხელებები და სხვ.

თემები:
მსოფლიო დღეს (2317)

მთავარი თემები