ავადდებიან მხოლოდ მამაკაცები: აღმოჩენილია ახალი უკურნებელი სინდრომი

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიავადმყოფი პალატაში
ავადმყოფი პალატაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათ მიერ გამოვლენილ დაავადებულებს არანაირმა მკურნალობამ არ უშველა.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი სასიკვდილო დაავადება VEXAS აღმოაჩინეს, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემართება და დაავადებულთა 40% შეუძლია იმსხვერპლოს. შესაბამისი კვლევა გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში The New England Journal of Medicine.

სისხლის ანალიზი - Sputnik საქართველო
ნაპოვნია აივ-ინფექციის სრულად განკურნების მეთოდი: ანტიბიოტიკების ახალი კლასი

კვლევაში ნათქვამია, რომ ადამიანებს, ვისაც ახალი სინდრომი აღმოუჩინეს, აქვთ აუტოანთებითი დაავადება, ეწყებათ ცხელება, აქტიური თრომბოზი და ასევე ფილტვების ქსოვილის ანთება.

გარდა ამისა, მკვლევარების თქმით, დაავადებულებს ასევე გამოუვლინდათ სომატური მუტაციები UBA1 გენებში.

გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის დასრულების მომენტისთვის მეცნიერებისთვის VEXAS-ით დაავადებული 50 მამაკაცი იყო ცნობილი. თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ მათი რეალური რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს.

აშშ-ის ადამიანის გენომის კვლევის ეროვნული ისტიტუტის სპეციალისტები და კვლევის წამყვანი ავტორი დენ კასტნერი აცხადებენ, რომ პაციენტებს არანაირმა მკურნალობამ არ უშველა.

„ისინი ძალიან ავად არიან. პაციენტები არ რეაგირებენ არანაირ მკურნალობაზე – დაწყებული სტეროიდების დიდი დოზით და დამთავრებული ქიმიოთერაპიის სხვადასხვა ვარიანტებით“, — აღნიშნავს კასტნერი.

მეცნიერები იმ ფაქტის ასახსნელად, რომ დაავადება მხოლოდ მამაკაცებს ემართება, ერთ-ერთ ვერსიად Х-ქრომოსომის მუტაციას ასახელებენ. მამაკაცებს ეს ქრომოსომა ერთი აქვთ, ქალებს — ორი. შესაბამისად მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მეორე ქრომოსომა რაღაცნაირად იცავს ქალებს მუტაციისგან.

ყველა ახალი ამბავი
0