04:54 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2341)
77 0 0

​ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის ნანგრევებიდან სულ 106 ადამიანია ამოყვანილი, დაღუპულია 83 და დაშავებულია 962 კაცი.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თურქმა მაშველებმა სამი წლის ბავშვი მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, იუწყება სააგენტო Anadolu.

​გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სახელად ელიფ პერინჩექი ახლომდებარე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოჯახის წევრები მის გადარჩენას სასწაულს მიაწერენ.

თითქმის იმავდროულად მაშველებმა ნანგრევებში სიკვდილისგან იხსნეს ძაღლი სახელად არესი, რომელმაც ასევე 65 საათი გაატარა ბეტონის უზარმაზარი ნამსხვრევების ქვეშ. ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გაივლის მკურნალობას, რის შემდეგაც პატრონს გადასცემენ.  

​მაშველებმა მანამდე ნანგრევებიდან ასევე ცოცხალი ამოიყვანეს 14 წლის იდილ შირინიც.

​ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის ნანგრევებიდან სულ 106 ადამიანია ამოყვანილი, დაღუპულია 83 და დაშავებულია 962 კაცი.

პარასკევს, 30 ოქტომბერს თურქეთის დასავლეთში 6,6 მაგნიტუდის (აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, 7,0 ბალი) მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში მდებარეობდა ქალაქ სეფერიქისარის მახლობლად. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრას ქალაქში მცირე ცუნამიც მოჰყვა. ​ამასთან ძლიერი რყევები (6,9 ბალი) იგრძნობოდა ახლომდებარე ბერძნულ კუნძულებზეც. მიწისძვრის შედეგად ბერძნულ კუნძულ სამოსზე ორი მოზარდი დაიღუპა და 20 დაშავდა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2341)

მთავარი თემები