თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თურქმა მაშველებმა სამი წლის ბავშვი მიწისძვრიდან 65 საათის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, იუწყება სააგენტო Anadolu.
A wounded three-year-old girl has been rescued Monday, days after a powerful magnitude 6.6 earthquake hit Turkey's Aegean coast.#elifperinçek #doğanlarapartmanı #izmir #turkey #türkiye pic.twitter.com/QYqAwd2yMW
— ANews (@anewscomtr) November 2, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სახელად ელიფ პერინჩექი ახლომდებარე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოჯახის წევრები მის გადარჩენას სასწაულს მიაწერენ.
თითქმის იმავდროულად მაშველებმა ნანგრევებში სიკვდილისგან იხსნეს ძაღლი სახელად არესი, რომელმაც ასევე 65 საათი გაატარა ბეტონის უზარმაზარი ნამსხვრევების ქვეშ. ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გაივლის მკურნალობას, რის შემდეგაც პატრონს გადასცემენ.
Pas spasen iz izmirskih rusevina nakon vise od 60 sati #Izmir #Turkey #earthquake @N1infoSA pic.twitter.com/lToUBSo3zt
— Adisa Imamovic (@adisa_imamovic) November 2, 2020
მაშველებმა მანამდე ნანგრევებიდან ასევე ცოცხალი ამოიყვანეს 14 წლის იდილ შირინიც.
A three year old is pulled out of the rubble in Izmir almost seventy hours after the devastating earthquake in Izmir Turkey - death toll now at 70+, earlier another girl Idil was pulled out of the rubble but her sister Ipek did not survive #izmirdepremi pic.twitter.com/eLuowVScoQ
— علی مصطفی | Ali Mustafa (@Ali_Mustafa) November 2, 2020
ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის ნანგრევებიდან სულ 106 ადამიანია ამოყვანილი, დაღუპულია 83 და დაშავებულია 962 კაცი.
პარასკევს, 30 ოქტომბერს თურქეთის დასავლეთში 6,6 მაგნიტუდის (აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, 7,0 ბალი) მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში მდებარეობდა ქალაქ სეფერიქისარის მახლობლად. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრას ქალაქში მცირე ცუნამიც მოჰყვა. ამასთან ძლიერი რყევები (6,9 ბალი) იგრძნობოდა ახლომდებარე ბერძნულ კუნძულებზეც. მიწისძვრის შედეგად ბერძნულ კუნძულ სამოსზე ორი მოზარდი დაიღუპა და 20 დაშავდა.