22:52 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2303)
47 0 0

შეერთებულ შტატებში ლტოლვილების მიღების ლიმიტი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში წელიწადში 110 ათას კაცს აღწევდა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2021 წლისთვის ლტოლვილების მიღების ლიმიტი რეკორდულად შეამცირა და 15 ათას ადამიანამდე დაიყვანა. შესაბამისი მემორანდუმი თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

„2021 ფინანსური წლისთვის ლტოლვილების 15 ათასამდე შემცირება ეროვნული ინტერესების შესაბამისი ჰუმანიტარული და სხვა მოსაზრებებით არის განპირობებული“, — ნათქვამია დოკუმენტში.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ ლტოლვილებს აღარ მიიღებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იემენი, სირია და სომალი. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, „რომელთა მდგომარეობაც განსაკუთრებულ ჰუმანიტარულ შფოთვას იწვევს“.

იმის თაობაზე, რომ აშშ-ის ხელისუფლება მომავალი წლისთვის ლტოლვილების ლიმიტის შემცირებას აპირებდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა. როგორც უწყების განცხადებაში იყო ნათქვამი, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ლიდერი „ამერიკელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს“, განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიის ფონზე.

როგორც მაშინ ტელეარხი CNN იუწყებოდა, ლტოლვილების ახალი ლიმიტი ისტორიული მინიმუმია აშშ-სთვის, ვინაიდან ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ეს მაჩვენებელი წელიწადში 110 ათას კაცს აღწევდა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2303)

მთავარი თემები