12:03 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (574)
276 0 0

COVID-19-ით დაავადებული ბავშვების გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ბიჭუნებს მნიშვნელოვანი ცვლილებები აღენიშნებათ – დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაშიც კი.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. იმ ბავშვების გამოკვლევამ, რომლებმაც ახალი ტიპის კორონავირუსი გადაიტანეს, მომავალ თაობებში დაბალი ფერტილურობის (ნაყოფიერების) საფრთხე გამოავლინა, განაცხადა რუსეთის პედიატრთა კავშირის თავმჯდომარემ ლეილა ნამაზოვა–ბარანოვამ.

„უროლოგებთან ერთად ყურდღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ რეალურად ბიჭუნებს, გადატანილი კორონავირუსული ინფექციის შემდეგ, სპერმატოგენეზის სერიოზული ცვლილება აღენიშნებათ. ეს ჩვენ მომავალში მომავალი თაობების დაბალი ფერტილურობით გვემუქრება“, — განაცხადა პედიატრმა.

ამასთან პედიატრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ნებისმიერი ფორმით დავადებულ თუ უკვე გამოჯანმრთელებულ ბავშვებზე აუცილებელია სპეციალსტების დაკვირვება.

მისი თქმით, COVID-19-ით დაავადებული ბავშვების გამოკვლევებმა მანამდე აჩვენა, რომ მათ 30%-ით უმცირდებოდათ კოგნიტიური ფუნქციები — იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (574)

მთავარი თემები