თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. იმ ბავშვების გამოკვლევამ, რომლებმაც ახალი ტიპის კორონავირუსი გადაიტანეს, მომავალ თაობებში დაბალი ფერტილურობის (ნაყოფიერების) საფრთხე გამოავლინა, განაცხადა რუსეთის პედიატრთა კავშირის თავმჯდომარემ ლეილა ნამაზოვა–ბარანოვამ.
18 ივნისი 2020, 10:16
„უროლოგებთან ერთად ყურდღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ რეალურად ბიჭუნებს, გადატანილი კორონავირუსული ინფექციის შემდეგ, სპერმატოგენეზის სერიოზული ცვლილება აღენიშნებათ. ეს ჩვენ მომავალში მომავალი თაობების დაბალი ფერტილურობით გვემუქრება“, — განაცხადა პედიატრმა.
ამასთან პედიატრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ნებისმიერი ფორმით დავადებულ თუ უკვე გამოჯანმრთელებულ ბავშვებზე აუცილებელია სპეციალსტების დაკვირვება.
მისი თქმით, COVID-19-ით დაავადებული ბავშვების გამოკვლევებმა მანამდე აჩვენა, რომ მათ 30%-ით უმცირდებოდათ კოგნიტიური ფუნქციები — იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
