00:47 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2317)
7310

დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ინტერვიუს დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა სახელით მოიხსენია.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ონლაინ–ინტერვიუს დროს თავისი ოპონენტის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის სახელი ვერ გაიხსენა.

აღნიშნულის თაობაზე თავად დონალდ ტრამპმა დაწერა საკუთარ Twitter-ზე.  

​„ჯო ბაიდენმა გუშინ ჯორჯი მიწოდა. ჩემი სახელი ვერ გაიხსენა. წამყვანი ეხმარებოდა ინტერვიუს დამთავრებაში. ფეიკური ახალი ამბების კარტელი გამალებული მუშაობს, რომ ეს ფაქტი მიჩქმალოს“, — ნათქვამია პრეზიდენტის ტვიტში.

ამასთან ტელეარხი Fox News არ გამორიცხავს, რომ ბაიდენს ტრამპი ექს-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშში არეოდა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერსაა დანიშნული. კანდიდატებმა უკვე ჩაატარეს დებატების ორივე რაუნდი.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2317)

მთავარი თემები