მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტის სახელი დაავიწყდა

© photo: Sputnik / Yuki Ivamura / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატები
ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ინტერვიუს დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა სახელით მოიხსენია.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ონლაინ–ინტერვიუს დროს თავისი ოპონენტის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის სახელი ვერ გაიხსენა.

აღნიშნულის თაობაზე თავად დონალდ ტრამპმა დაწერა საკუთარ Twitter-ზე.  

​„ჯო ბაიდენმა გუშინ ჯორჯი მიწოდა. ჩემი სახელი ვერ გაიხსენა. წამყვანი ეხმარებოდა ინტერვიუს დამთავრებაში. ფეიკური ახალი ამბების კარტელი გამალებული მუშაობს, რომ ეს ფაქტი მიჩქმალოს“, — ნათქვამია პრეზიდენტის ტვიტში.

ამასთან ტელეარხი Fox News არ გამორიცხავს, რომ ბაიდენს ტრამპი ექს-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშში არეოდა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერსაა დანიშნული. კანდიდატებმა უკვე ჩაატარეს დებატების ორივე რაუნდი.

 

ყველა ახალი ამბავი
0