21:03 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1218)
75 0 0

უფრო ადრე ევროკავშირის საბჭომ განმარტა, რომ მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის კრიტერიუმები მოიცავს ეპიდემიური სიტუაციის შეფასებას, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ეროვნულ ღონისძიებებს, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღეს, ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოსთან ერთად „უსაფრთხო ქვეყნების“ ნუსხიდან ასევე ამოიღეს ტუნისი და კანადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებში გართულებული ეპიდემიური ვითარების გამო მიიღეს.

ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ის რეკომენდაციული ხასიათისაა, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა დროებით უნდა შეეზღუდოთ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შესაბამისი კრიტერიუმებისა და პირობების გათვალისწინებით, თანდათანობით უნდა მოიხსნას ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვები შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის: ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, ტაილანდი, ურუგვაი, ჩინეთი (ამ ქვეყნის საპასუხო მოქმედებების შემთხვევაში).

უფრო ადრე ევროკავშირის საბჭომ განმარტა, რომ მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის კრიტერიუმები გაერთიანების არაწევრი ქვეყნების მიმართ მოიცავს ეპიდემიური სიტუაციის შეფასებას, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ეროვნულ ღონისძიებებს, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს.

ხუთი ათასი შემთხვევა დღე-ღამეში? - როდის იქნება კორონავირუსის პიკი საქართველოში>>

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. გუშინ ერთგვარი ანტირეკორდი დამყარდა – გამოვლინდა 1595 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22803 გახდა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1218)

მთავარი თემები