მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხულიგანმა მოხუცებმა მეზობლებს სიცოცხლე გაუმწარეს: სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

© photo: Pixabay / Antraniasმოხუცი წყვილი
მოხუცი წყვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
80 წლის მამაკაცი მეზობლებს ბავშვების თვალწინ მოკვლითა და გულ-ღვიძლის ამოგლეჯით ემუქრებოდა, რაშიც მხარს 77 წლის ცოლიც უბამდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის სასამართლომ ხანდაზმული წყვილი ადამიანების დევნაში დამნაშავედ ცნო მას შემდეგ, რაც მილანის გარეუბანში, სან-დონატო-მილანეზეში მეზობლებს სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციეს, იუწყება Corriere Della Sera.

თუთიყუში - Sputnik საქართველო
თუთიყუშის საოპერო არიები მეზობლების ჯიბრზე: მოხუც ქალს პირობითი პატიმრობა შეეფარდა

ირკვევა, რომ მოხუცები ორი წლის განმავლობაში ავიწროებდნენ ერთი სართულით ზემოთ მცხოვრებ ბავშვებიან ოჯახს გამუდმებული ყვირილითა და მუქარით. კერძოდ, 80 წლის მამაკაცი მეზობლებს ავტოფარეხის წინ შეხვედრას „სთავაზობდა“, რათა „ბავშვების თვალწინ მოეკლა, გული და ღვიძლი ამოეგლიჯა და შეეჭამა“. ამასთან ის ყვიროდა, რომ არაფერი ჰქონდა დასაკარგი ასაკისა და ავადმყოფობის გამო. ხანდაზმულ მამაკაცს აქტიურად უჭერდა მხარს 77 წლის მეუღლეც, რომელიც სასამართლომ დანაშაულის თანამონაწილედ ცნო.

გარდა ამისა, მოხუცები ღამღამობით სპეციალურად მაღალ ხმაზე რთავდნენ რადიოს და გრძელტარიან ცოცხებს ურტყამდნენ ჭერს.

ახალგაზრდა ოჯახი, მიუხედავად ბინაში ხმის იზოლაციისა, იძულებული იყო გამუდმებული ხმაურისთვის თავი სახლიდან გარეთ გასვლით დაეღწია. დაზარალებულთა ვერსია სხვა მეზობლებმაც დაადასტურეს, რომლებმაც კარგად იცოდნენ ორ ოჯახს შორის არსებული კონფლიქტის დეტალები.

სასამართლომ მოუსვენარ ხანდაზმულ წყვილს პირობითი სასჯელის სახით წელიწადი და რვა თვე შეუფარდა. თუმცა მათ შეუძლიათ გათავისუფლდნენ ამ სასჯელისგან, თუ დაზარალებულებს კომპენსაციის სახით 30 ათას ევროს გადაუხდიან.

ყველა ახალი ამბავი
0