მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თუთიყუშის საოპერო არიები მეზობლების ჯიბრზე: მოხუც ქალს პირობითი პატიმრობა შეეფარდა

© Photo: cedlambert / Pixabayთუთიყუში
თუთიყუში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, 81 წლის მოხუცი ქალი მეზობლებს მოსვენებას არ აძლევდა და ათასგვარი ხერხით ცდილობდა მათ „გამწარებას“ პარკირების ადგილის გამო

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. მოხუცმა ქალბატონმა, მეზობლების ჯიბრზე, რომლებთანაც ავტომობილის გასაჩერებელი ადგილის გამო ძველი დავა ჰქონდა, თავის თუთიყუშს ხმამაღლა მღერა ასწავლა, იუწყება გამოცემა Times-ი. 

​გავრცელებული ინფორმაციით, 81 წლის კეტრინ სირლმა ფრინველს საოპერო არიები დაასწავლა. გარდა ამისა, მეზობლებისთვის სამაგიეროს გადასახდელად ის სხვა ხერხებსაც მიმართავდა. 

როგორც ირკვევა, კეტრინს მეზობლებთან, პოლ და ლიდია ეპლტონებთან უკმაყოფილება 2004 წელს მოუვიდა, როდესაც პარკირების ადგილი ვერ გაიყვეს. ამ წლების განმავლობაში სათვალთვალო კამერამ 38-ჯერ დააფიქსირა, თუ როგორ ყრიდა მოხუცი ქალი ეპლტონების ეზოში ძაღლის ფეკალიებს, როგორ თხუპნიდა მანქანებს ზეთით და როგორ ულაგებდა საბურავებქვეშ ლურსმნებს  პოლის სატვირთოს. ლიდია ისე ნერვიულობდა ქმრის სიცოცხლის გამო, რომ კოშმარებიც კი დაეწყო. 

როცა მეზობლის ხმაური არ გვაძინებს: სად გადის თმენის ვალდებულების ზღვარი>>

ამასთან, კეტრინ სირლი, როდესაც შინიდან გადიოდა, ფანჯრებს აღებდა და ტელევიზორს ან მუსიკალურ ცენტრს ბოლომდე ხმააწეულს ტოვებდა, რათა თავიანთ ეზოში მყოფი მეზობლები შეწუხებულიყვნენ.

დაუდეგარი მოხუცის ქცევით მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოსულმა ლიდია ეპლტონმა სასამართლოში უჩივლა კეტრინს და დევნაში დასდო ბრალი. მოსამართლემ აბეზარ ქალს 70 დღით პირობითი პატიმრობა შეუფარდა, მეზობლების შეურაცხყოფა აუკრძალა და ფულადი ჯარიმაც დააკისრა 779 გირვანქა სტერლინგის ოდენობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0