08:38 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2160)
38 0 0

სოორონბაი ჟეენბეკოვის თქმით, ის არ ეჭიდება ხელისუფლებას და არ სურს ქვეყნის ისტორიაში სისხლისმღვრელ პრეზიდენტად შევიდეს.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვეტა, იუწყება „Sputnik–ყირგიზეთი“.

ჟეენბეკოვმა მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის დედაქალაქში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბულია და მდგომარეობა ახლოსაა ორმხრივ კონფლიქტთან.

„ერთ მხარეს — დემონსტრანტები, მეორე მხარეს — სამართალდამცველი ორგანოები. სამხედრო მოსამსახურეები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებული არიან გამოიყენონ იარაღი სახელმწიფო რეზიდენციის დასაცავად. ასეთ შემთხვევაში დაიღვრება სისხლი, ეს გარდაუვალია. მოვუწოდებ ორივე მხარეს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს“, — განაცხადა მან.

ჟეენბეკოვის თქმით, ის არ ეჭიდება ხელისუფლებას და არ სურს დარჩეს ყირგიზეთის ისტორიაში როგორც „პრეზიდენტი, რომელმაც სისხლი დაღვარა და საკუთარ მოქალაქეებს ესროლა“.

„მოვუწოდებ [რესპუბლიკის ახალ პრემიერ-მინისტრ სადირ] ჯაპაროვსა და სხვა პოლიტიკოსებს, გაიყვანონ თავიანთი მომხრეები დედაქალაქიდან და მშვიდობიანი ცხოვრება დაუბრუნონ ბიშკეკელებს. არანაირი ხელისუფლება არ ღირს ჩვენი ქვეყნის ერთიანობად და საზოგადოებრივ თანხმობად“, — აცხადებს ჟეენბეკოვი.

ყირგიზეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. 5 ოქტომბერს იმ პარტიებმა, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, არჩევნების დროს მრავალრიცხოვანი დარღვევების თაობაზე განაცხადეს და საპროტესტო აქციები წამოიწყეს. ძალოვნებთან შეტაკებების შემდეგ მათ აიღეს პარლამენტის შენობა, რომელშიც ასევე არის განთავსებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

შეჯახებებში დაშავდა 1200-ზე მეტი ადამიანი და დაიღუპა ერთი. მოგვიანებით ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტმა ჟეენბეკოვმა არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციონერებს დიალოგისკენ, მაგრამ აქამდე არანაირი ოფიციალური მოლაპარაკება არ გამართულა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ქვეყნის მართვის საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბეს და პრემიერ-მინისტრის პოსტზე საპყრობილედან მათ მიერ გათავისუფლებული სადირ ჟაპაროვის კანდიდატურა წამოაყენეს. 6 ოქტომბერს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე დაამტკიცა ჟაპაროვის კანდიდატურა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი არ დაეთანხმა ამ დანიშვნას და მათ საკუთარი საკოორდინაციო საბჭო შექმნეს. ისინი თავიანთი პრემიერის არჩევას გეგმავენ. ამასთან, ოპოზიციამ მოითხოვა პრეზიდენტის იმპიჩმენტი და პარლამენტის გაშვება. ქვეყანაში დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

თემები:
მსოფლიო დღეს (2160)

მთავარი თემები