მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საპროტესტო აქციები ყირგიზეთში: დაშავებულთა რაოდენობა იზრდება

© photo: Sputnik / Tabildi Kadirbekov / გადასვლა მედიაბანკშისაპროტესტო აქცია ბიშკეკში
საპროტესტო აქცია ბიშკეკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყირგიზეთში არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ყირგიზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაშავებულთა რაოდენობამ 911 კაცს მიაღწია, იუწყება „Sputnik–ყირგიზეთი“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

საპროტესტო აქცია ბიშკეკში - Sputnik საქართველო
ყირგიზეთის ცესკომ არჩევნების შედეგები გააბათილა
„7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ჯანდაცვის ორგანიზაციებს სამედიცინო დახმარებისთვის სულ 911-მა (ბოლო დღე-ღამეში — 169) დაშავებულმა მიმართა. მათგან 705 პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ამბულატორიულ მკურნალობაზეა გადაყვანილი, ხოლო 205, სხვადასხვა დაზიანებებით, ჰოსპიტალიზებულია. მათგან ხუთი რეანიმაციაში იმყოფება. ერთი დაშავებული გარდაიცვალა“, — ნათქვამია სამინისტროს ცნობაში.

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდნენ, 5 ოქტომბერს ბიშკეკის ცენტრში საპროტესტო აქცია წამოიწყეს. პროტესტის მონაწილეები ხმის მიცემის შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. უკვე საღამოს მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო.

მოგვიანებით რესპუბლიკის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა აღიარა, რომ საარჩევნო პროცესში ადგილი ჰქონდა ხმების მოსყიდვას, ხოლო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.

ყველა ახალი ამბავი
0