19:28 31 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7732
  • 100 RUB4.0776
  • USD3.2327
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2204)
43 0 0

პუბლიკაციის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ბირთვული ომის დაწყების საფრთხე დღეს იმაზე მაღალია, ვიდრე გასული 30 წლის განმავლობაში იყო.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიაში საიდუმლო სამხედრო სწავლებები ჩატარდა ბირთვული ომის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების დასამუშავებლად, იუწყება გამოცემა Bild.

გავრცელებული ინფორმაციით, მანევრებში მონაწილეობდნენ გერმანიის სამხედრო–საჰაერო ძალები და მათი ნატოელი მოკავშირეები.

გამოცემის ცნობით, სწავლება სახელწოდებით Steadfast Noon („მტკიცე შუადღე“) ჩრდილოეთ რეინი–ვესტფალიის მიწაზე მდებარე ავიაბაზა ნიორფენიხში ჩატარდა. „ბილდის“ მონაცემებით, ეს ადგილი ალტერნატიული საცავია ამერიკული B61-ის ტიპის წყალბადის ბომბებებისთვის, რომლებიც ბიუხელშია განთავსებული.

როგორც მასალაშია ნათქვამი, მანევრების მიზანი იყო გერმანიის თავდაცვის სისტემის დამუშავება ატომური ბომბების გამოყენებით, თუმცა სწავლებამ მათ გარეშე ჩაიარა.

სტატიის ავტორები შიშობენ, რომ ახლა ბირთვული ომის დაწყების საფრთხე იმაზე მაღალია, ვიდრე ეს განვლილი სამი ათეული წლის განმავლობაში იყო. ამის მთავარი მიზეზი კი არის აშშ-ის გასვლა მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან (СНВ–3) და ასევე ამ შეთანხმების გახანგრძლივების თაობაზე არსებული ეჭვები.

თემები:
მსოფლიო დღეს (2204)

მთავარი თემები