04:19 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2164)
46 0 0

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც დღეს, 9 ოქტომბერს ამოქმედდება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს, წერს Facebook-ზე პოლიტიკოსის მრჩეველი კუნდუზ ჟოლდუბაევი.

გავრცელებული ინფორმაციით, ატამბაევი უვნებლად გადარჩა, დაცხრილულია მისი ავტომობილი.

როგორც თავად ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, მან იცოდა, რომ თავდახმა მზადდებოდა.

მანამდე ბიშკეკში შეტაკება მოხდა ექს-პრეზიდენტ ატამბაევისა და ოპოზიციონერ სადირ ჟაპაროვის მომხრეებს შორის. მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს ბოთლები და ქვები დაუშინეს, ისმოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის მსგავსი ხმებიც.

როგორც მოვლენების თვითმხილველმა აცნობა რადიო Sputnik-ს, „დადის ხმები, რომ ხელისუფლება კომენდანტის საათის შემოღებას გეგმავს, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის თაობაზე არ გავრცელებულა“.

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელი დღეს, 9 ოქტომბერს ამოქმედდება.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნული ზომები ქვეყანაში განვითარებული იმ მოვლენების გამო მიიღო, რომლებიც 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცესკოს პირველადი მონაცემების გამოცხადებას ყირგიზეთში მღელვარება მოჰყვა. დემონსტრანტებმა აიღეს პარლამენტი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი და მისი მომხრეები.

ამ პირობებში პრეზიდენტმა ჟეენბეკოვმა ბათილად ცნო არჩევნების შედეგები, ხოლო ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათხოვნისა და ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ნაბიჯებს მდგომარეობის სტაბილიზაცია არ მოჰყოლია.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2164)

მთავარი თემები