11:34 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2161)
91 0 0

შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა და კონსალტინგურმა კომპანიამ მსოფლიოს 2 ათასზე მეტი მილიარდერის ქონება შეისწავლეს.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოს მილიარდერების კაპიტალმა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის 10,2 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც ახალი ისტორიული რეკორდია, ნათქვამია შვეიცარიის უმსხვილესი ბანკი UBS-ის და საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია PwC-ს ანგარიშში.

„ეს დონე აჭარბებს 2017 წლის პიკურ მაჩვენებელს – 8,9 ტრილიონ დოლარს“, — ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისათვის მსოფლიოში 2 189 მილიარდერი არსებობს, ხოლო 2017 წელს მათი რაოდენობა 2 158 იყო.

ანგარიშის თანახმად, აშშ მილიარდერების საერთო ქონება მიმდინარე წლის აპრილ–ივლისში 24%-ით გაიზარდა, რამაც 3,6 ტრილიონი დოლარი შეადგინა; ჩინელი მილიარდერების ქონებამ ამავე პერიოდში 41%-ით მოიმატა (1,68 ტრილიონი დოლარი), ხოლო რუსი მილიარდერების ფინანსური მდგომარეობა 20%-ით, ანუ 467,6 მლრდ დოლარით გაუმჯობესდა.

„დღევანდელ მილიარდერებს მშფოთვარე პერიოდი უდგათ, მაგრამ ეს ასევე ინოვაციების პერიოდია. როდესაც მსოფლიოში COVID-19-ის კრიზისია, ინოვაციების პოტენციალი დიდია, როგორც არასდროს, ვინაიდან ახალი ტექნოლოგიების ნაკადი ყოველდღიურად იზრდება“, — ნათქვამია ანგარიშში.

სასამართლომ გადაწყვიტა: მილიარდერს ფუფუნებაში ცხოვრება აეკრძალა>>

აღსანიშნავია, რომ UBS-მა და PwC-მ 43 ქვეყნის 2 ათასზე მეტი მილიარდერის ქონება გააანალიზეს, რომლებზეც მსოფლიოს კეთილდღეობის 98% მოდის.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2161)

მთავარი თემები