მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სასამართლომ გადაწყვიტა: მილიარდერს ფუფუნებაში ცხოვრება აეკრძალა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერიდან მილიარდერი სასამართლოს ნებართვის გარეშე თვითმფრინავით ფრენასა და ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობასაც კი ვეღარ შეძლებს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სასამართლომ HNA ჯგუფის თავმჯდომარეს, ჩინელ მილიარდერ ჩენ ფენს კომპანიის ვალების გამო ფუფუნებაზე ფულის ფლანგვა აუკრძალა, იუწყება გამოცემა South China Morning Post.

ამიერიდან მილიარდერი ვეღარ შეიძენს იმ ნივთებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობისთვის აუცილებელი არ არის.

​კერძოდ, სასამართლოს ნებართვის გარეშე ბიზნესმენი ვერ შეძლებს თვითმფრინავითა და ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობას.

მას ასევე აუკრძალეს უძრავი ქონების შეძენა, ძვირფასი რემონტების გაკეთება თავის საცხოვრებელ სახლებში, ძვირადღირებულ სასტუმროებში გაჩერება, კლუბებსა თუ გოლფის მოდნებზე სიარული და ელიტური ოფისების ქირაობა.

აღსანიშნავია, რომ HNA Group-მა არ უპასუხა South China Morning Post-ის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვებს, ხოლო კომპანიის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრობლემის შესახებ არაფერი იცის და უარი თქვა ნებისმიერ კომენტარზე.

ყველა ახალი ამბავი
0