18:01 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
220 0 0

სამი ქვეყნის ლიდერებმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს მოუწოდეს, სასწრაფოდ აღადგინონ მოლაპარაკებები დარეგულირების საკითხებზე ეუთოს მინსკის ჯგუფის ხელშეწყობით.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. დონალდ ტრამპმა, ვლადიმირ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა, რომლებიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, მოუწოდეს აზრებაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება მთიან ყარაბაღში.   

„მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები შეიარაღებულ ძალებს შორის“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან სამი ქვეყნის ლიდერებმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს მიმართეს მოთხოვნით, სასწრაფოდ აიღონ ვალდებულება – კეთილსინდისიერად და წინასწარი პირობების წამოყენების გარეშე აღადგინონ მოლაპარაკებები დარეგულირების საკითხებზე ეუთოს მინსკის ჯგუფის ხელშეწყობით.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველომ, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)

მთავარი თემები