12:01 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (137)
16310

ერდოღანმა ეუთოს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების უუნარობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „უკვე 30 წელია ამ საკითხის გადაჭრა ვერ შეძლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არც გადაჭრილიყო“.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. დადგა დრო, დასრულდეს სომხეთის მიერ აზერბაიჯანული მიწების ოკუპაცია, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა სტამბულში გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტის გამოსვლა Twitter-ით გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.

​„დადგა დრო, ბოლო მოეღოს სომხეთის მიერ აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციას, ანგარიშის გასწორების დროა. წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთი განაგრძობს თვითნებობას. ის უნდა წავიდეს ოკუპირებული მიწებიდან. ყველამ იცის, რომ ეს აზერბაიჯანის მიწებია“, — აღნიშნა მან.

ამასთან ერდოღანმა ეუთოს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების უუნარობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „უკვე 30 წელია ამ საკითხის გადაჭრა ვერ შეძლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არც გადაჭრილიყო“.

ამის პასუხად სომხეთის პარლამენტმა ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დღეს გამართულ საგანგებო სხომაზე მიღებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავანტიურას, რომელიც თურქეთის ღია მხარდაჭერით დაიწყო, საერთაშორისო საზოგადოებამ სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება უნდა მისცეს“.

უკვე მეორე დღეა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ორივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს შორის არის მსხვერპლი. ბაქო და ერევანი კონფლიქტის ესკალაციას ერთმანეთს აბრალებენ.

სომხეთმა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა აზერბაიჯანშიც.

 

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (137)

მთავარი თემები