Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ცნობილი გახდა COVID-19-ის მეორე ტალღის გავრცელების პროგნოზი: ქვეყნდება რუკა

© Sputnik / Vladimir Umikashviliტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგმა, იტალიელმა და დანიელმა მათემატიკოსებმა შექმნეს მოდელი, რომელიც ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის მეორე ტალღის დინამიკას პროგნოზირებს – როგორც მთლიანად კონტინენტზე, ისე ცალკეულ ქვეყნებში.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მეცნიერებმა შექმნეს მათემატიკური მოდელი, რომელიც ევროპაში კორონავირუსული ინფექციის მეორე ტალღის განვითარებას პროგნოზირებს — როგორც მთლიანად კონტინენტზე, ისე ცალკეულ ქვეყნებში. მათი ნაშრომი გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Scientific Reports.

​აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ევროპის 10 ქვეყანაში უკვე ოფიციალურადაა დაფიქსირებული COVID-19-ის მეორე ტალღის დაწყება. ეს ქვეყნებია: ბელგია, ბოსნია, ხორვატია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესპანეთი.

ამ მონაცემებისა და ასევე პირველი ტალღის დროს ინფექციისა და დაავადების გავრცელების მაჩვენებლების გათვალისწინებით ფრანგმა, იტალიელმა და დანიელმა მათემატიკოსებმა შექმნეს მოდელი, რომელიც ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის მეორე ტალღის დინამიკას პროგნოზირებს.

 

© video: Sputnik / Vladimir UmikashviliCOVID-19-ის მეორე ტალღა: საქართველოში შეზღუდვები წესდება - ვიდეო
ცნობილი გახდა COVID-19-ის მეორე ტალღის გავრცელების პროგნოზი: ქვეყნდება რუკა - Sputnik საქართველო
COVID-19-ის მეორე ტალღა: საქართველოში შეზღუდვები წესდება - ვიდეო

მოდელირების შედეგების თანახმად, კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის იანვარზე მოდის, და ინფიცირებულების რაოდენობით ის პირველ ტალღაზე დიდი იქნება.

ამასთანავე შრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ თითოეულ ქვეყანაში ინფექციის მაქსიმალური გავრცელების კონკრეტული დრო ძლიერ არის დამოკიდებული ისეთ პარამეტრებზე, როგორებიცაა ინფიცირების პირველადი მაჩვენებლები, დასნებოვნების დონე და შემზღუდავი ღონისძიებების სიმკაცრე.

ისრაელი იკეტება: COVID-19-ის მეორე ტალღა პირველზე ძლიერი გამოდგა>>

ყველაზე ადრეულ პიკს მეცნერები პროგნოზირებენ ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც დღეს უკვე არის ინფიცირების მაქსიმალური დონე. მაგალითად, საფრანგეთსა და ნორვეგიაში პიკი სექტემბრის ბოლომდე უნდა დადგეს, იტალიაში — ოქტომბრის შუა რიცხვებში, ფინეთში — ოქტომბრის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში — ნოემბრის დასაწყისში, ხოლო შვედეთში — 2021 წლის დასაწყისში.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მეორე ტალღის გავრცელებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოციალურ დისტანცირებას, ინფიცირების ლოკალური კერებისა და საზღვრების კონტროლს.

 

ყველა ახალი ამბავი
0