05:10 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2095)
141 0 0

მანამდე ისრაელის საელჩომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან, კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ აცნობა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში სრული საკარანტინო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება — ებრაული დღესასწაულების პერიოდში, იუწყება Ynetnews.com.

გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინი 19 სექტემბრის 14:00 საათიდან ამოქმედდება.

„დღეს მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება უახლოესი სამი კვირის განმავლობაში ჩაკეტვის შესახებ, რაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს სიმჰათ თორას დღესასწაულამდე იმოქმედებს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ პრესკონფერენციაზე.

შეზღუდვები მოიაზრებს მოქალაქეების გადაადგილების აკრძალვას, საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის შეჩერებას, რესტორნების, კაფეებისა და ოფისების დახურვას. მუშაობას არ შეაჩერებს მხოლოდ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები.

გამოცემის ცნობით, ისრაელში COVID-19-ის მეორე ტალღა ბევრად ძლიერია პირველზე.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირება 28 996 407 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გარდაიცვალა 922 737 და განიკურნა 19 547 423 პაციენტი.

თემები:
მსოფლიო დღეს (2095)

მთავარი თემები