19:51 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2178)
40 0 0

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის დროდადრო იქნება კავშირზე და ამერიკელებს თავის გეგმებს გაუზიარებს არჩევნებთან დაკავშირებით.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ Twitter-ზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, გაუგზავნონ მას შეტყობინებები მომავალ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

​„მოსინჯეთ რაღაც ახალი. თუ შეერთებულ შტატებში იმყოფებით, გამომიგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 773-365-9687. მინდა გავიგო, როგორ მიდის თქვენი საქმეები, რაზე ფიქრობთ და როგორ გეგმავთ ხმის მიცემას წელს“, — დაწერა ობამამ.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის დროდადრო იქნება კავშირზე და ამერიკელებს თავის გეგმებს გაუზიარებს არჩევნებთან დაკავშირებით.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერსაა დანიშნული. ვადამდელი ხმის მიცემა ზოგ შტატში უკვე დაიწყო. მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კონკურენტი არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენია.

თემები:
მსოფლიო დღეს (2178)

მთავარი თემები