თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ Twitter-ზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, გაუგზავნონ მას შეტყობინებები მომავალ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
All right, let's try something new. If you’re in the United States, send me a text at 773-365-9687 — I want to hear how you're doing, what's on your mind, and how you're planning on voting this year.
— Barack Obama (@BarackObama) September 23, 2020
I'll be in touch from time to time to share what's on my mind, too. pic.twitter.com/NX91bSqbtG
„მოსინჯეთ რაღაც ახალი. თუ შეერთებულ შტატებში იმყოფებით, გამომიგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 773-365-9687. მინდა გავიგო, როგორ მიდის თქვენი საქმეები, რაზე ფიქრობთ და როგორ გეგმავთ ხმის მიცემას წელს“, — დაწერა ობამამ.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის დროდადრო იქნება კავშირზე და ამერიკელებს თავის გეგმებს გაუზიარებს არჩევნებთან დაკავშირებით.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერსაა დანიშნული. ვადამდელი ხმის მიცემა ზოგ შტატში უკვე დაიწყო. მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კონკურენტი არჩევნებში დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენია.