06:16 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2092)
126 0 0

უტოიას ტერაქტს ემსხვერპლა ქართველი თამთა ლიპარტელიანიც, რომლის ცხედარიც ექვსი დღის შემდეგ იპოვეს, მისი მეგობარი ნათია ჩხეტიანი კი გადარჩა და საქართველოში ცოცხალი დაბრუნდა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე 2011 წელს განხორციელებული ტერაქტისთვის გასამართლებული ანდრეს ბრეივიკი ციხიდან ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს, იუწყება გაზეთი VG პატიმრის ადვოკატზე დაყრდნობით.

2011 წლის 22 ივლისს ბრეივიკმა ჯერ რვა ადამიანი მოკლა ოსლოში, შემდეგ კი ტერაქტი მოაწყო კუნძულ უტოიაზე მდებარე საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკში, რასაც 69 ადამიანი ემსხვერპლა. სასამართლომ ბრეივიკს 21 წლით პარტიმრობა მიუსაჯა. ტერორისტმა დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა, თუმცა თავი დამნაშავედ აქამდე არ უცვნია. მისი თქმით, ეს ყველაფერი ნორვეგიული კულტურის დაცემის შესაჩერებლად გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეს ბრეივიკი აპირებს, ახალი სარჩელი შეიტანოს სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც „მის უფლებებს არღვევს“.

ადვოკატ ოისტენ სტურვიკის თქმით, ბრეივიკმა ციხეში უკვე რვა წელი გაატარა და ახლა თეორიულად უკვე აქვს უფლება, ვადამდელი გათავისუფლება მოითხოვოს.

რაც შეეხება უფლებების დარღვევას, ადვოკატის განმარტებით, ბრეივიკი განცალკევებულ საკანში იხდის სასჯელს, რაც პატიმარს ადამიანის უფლებების დარღვევად მიაჩნია.

აღსანიშნავია, რომ ანდრეს ბრეივიკმა, რომელმაც ციხეში ყოფნისას სახელი ფრიტიორ ჰანსენად გადაიკეთა, 2015 წელს უკვე უჩივლა სახელმწიფოს უფლებების დარღვევის კუთხით. მაშინ მისი საჩივარი საოლქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და განაცხადა, რომ ბრეივიკის ციხეში ყოფნისას მისი უფლებები არ დარღვეულა.

ამასთან უზენაესმა სასამართლომ და ადამიანის უფლებათა სასამართლომ საერთოდ არ განიხილეს ბრეივიკის სარჩელი.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2092)

მთავარი თემები