მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი გმობს: ირანში ცნობილი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს – ვიდეო

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშიირანი
ირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
​ირანის იუსტიციის ორგანოების მტკიცებით, ნავიდ აფკარიმ აღიარა დანაშული, მაგრამ უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღიარებითი ჩვენება სპორტსმენს წამებით გამოსძალეს.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი და გერმანია გმობენ ირანში მოჭიდავე ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯას, რომელიც ირანული სასამართლოს მიერ პოლიციელის მკვლელობაში იყო ბრალდებული, იუწყება Deutsche Welle.

„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს აფკარის სიკვდილით დასჯას. ეს სასტიკი და არაადამიანური სასჯელია, რომელსაც ევროკავშირი უარყოფს ნებისმიერ ვითარებაში“, — განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.

მისი თქმით, ბრიუსელი კვლავაც შეეცდება ზემოქმედება მოახდინოს თეირანზე და მასთან ერთად განიხილოს ცალკეული საქმეები.

​გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული სტილი) ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს ჩამოახრჩვეს ციხეში, მიუხედავად მის გადასარჩენად წამოწყებული საერთაშორისო კამპანიისა.

აფკარის ბრალად ედებოდა, რომ 2018 წელს, როდესაც ირანი საყოველთაო საპროტესტო ტალღამ მოიცვა ეკონომიკური კრიზისისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო, მან ზურგში დანა დაარტყა პოლიციელს, რომელიც მალევე გარდაიცვალა.

​ირანის იუსტიციის ორგანოების მტკიცებით, ნავიდ აფკარიმ აღიარა დანაშული, მაგრამ უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღიარებითი ჩვენება სპორტსმენს წამებით გამოსძალეს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზოგადოები გარდა, აფკარისთვის გამოტანილი სასჯელის გაუქმებასა და მის შეწყალებას მოითხოვდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ტომას ბახი და UFC-ს ხელმძღვანელი დანა უაიტი.

გარდა ამისა, ირანის ხელისუფლებას სპორტსმენის შეწყალებისკენ ტვიტერ–აკაუნტიდან მოუწოდებდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, თუმცა, როგორც ამბობენ, ამით მან უფრო გააფუჭა საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0