თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირი და გერმანია გმობენ ირანში მოჭიდავე ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯას, რომელიც ირანული სასამართლოს მიერ პოლიციელის მკვლელობაში იყო ბრალდებული, იუწყება Deutsche Welle.
„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს აფკარის სიკვდილით დასჯას. ეს სასტიკი და არაადამიანური სასჯელია, რომელსაც ევროკავშირი უარყოფს ნებისმიერ ვითარებაში“, — განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, ბრიუსელი კვლავაც შეეცდება ზემოქმედება მოახდინოს თეირანზე და მასთან ერთად განიხილოს ცალკეული საქმეები.
I send my deepest condolences to the family of wrestling champion #NavidAfkari. The monstrous Iranian regime that executed him committed terrible crimes against the Iranian people and the peoples of the region. The Iranian people deserve better. The Iranian people will do better. pic.twitter.com/dsqU6obh2L
— PM of Israel (@IsraeliPM) September 14, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული სტილი) ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს ჩამოახრჩვეს ციხეში, მიუხედავად მის გადასარჩენად წამოწყებული საერთაშორისო კამპანიისა.
აფკარის ბრალად ედებოდა, რომ 2018 წელს, როდესაც ირანი საყოველთაო საპროტესტო ტალღამ მოიცვა ეკონომიკური კრიზისისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო, მან ზურგში დანა დაარტყა პოლიციელს, რომელიც მალევე გარდაიცვალა.
No one was allowed to participate in the funeral of #NavidAfkari. The street leading to Afkaris' home was guarded by security forces to prevent people from joining the family and commemorating the forever champion. #نوید_افکاری_را_کشتند pic.twitter.com/5IcPpBw6th
— AFFM1988 (@affm1988) September 13, 2020
ირანის იუსტიციის ორგანოების მტკიცებით, ნავიდ აფკარიმ აღიარა დანაშული, მაგრამ უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღიარებითი ჩვენება სპორტსმენს წამებით გამოსძალეს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საზოგადოები გარდა, აფკარისთვის გამოტანილი სასჯელის გაუქმებასა და მის შეწყალებას მოითხოვდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ტომას ბახი და UFC-ს ხელმძღვანელი დანა უაიტი.
გარდა ამისა, ირანის ხელისუფლებას სპორტსმენის შეწყალებისკენ ტვიტერ–აკაუნტიდან მოუწოდებდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, თუმცა, როგორც ამბობენ, ამით მან უფრო გააფუჭა საქმე.