00:19 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2075)
15710

ამერიკის ლიდერს დიდი იმედი აქვს, რომ აშშ-ს არასდროს მოუწევს მის ხელთ არსებული უნიკალური შეიარაღების გამოყენება.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებს იმდენად გასაიდუმლოებული შეიარაღების სისტემები აქვს, რომ მის შესახებ არაფერია ცნობილი მსოფლიოსთვის, განუცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  ჟურნალისტებს მიჩიგანში გაფრენის წინ.

​ამერიკის ლიდერს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ამერიკელი ჟურნალისტის ბობ ვუდვორდის გამოსაცემად გამზადებული წიგნის შესახებ სათაურით Rage („მრისხანება“), რომელიც ტრამპსა და ვუდვორდს შორის შემდგარ 18 ექსკლუზიურ ინტერვიუს ეყრდნობა. ჟურნალისტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა მასთან საუბრისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შექმნა ახალი ბირთვული სისტემა, რომლის ანალოგი არც რუსეთს აქვს და არც ჩინეთს.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ამაზე 2,5 ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ ბოლო 3,5 წლის განმავლობაში <...>. ჩვენ გვაქვს ისეთი სისტემები, რომელთა შესახებ არავინ არაფერი იცის. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ჯობს, რომ ასეც გაგრძელდეს. ჩვენ წარმოუდგენელი სისტემები გვაქვს“, — უპასუხა ტრამპმა კითხვას.

პრეზიდენტის თქმით, მას დიდი იმედი აქვს, რომ აშშ-ს არასდროს მოუწევს მის ხელთ არსებული უნიკალური შეიარაღების გამოყენება.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არც ჩინეთის ლიდერ სი ცზინპინსა და არც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მსგავსი იარაღი არასდროს უნახავთ და არც აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ვუდვორდის წიგნიდან ამონარიდები ოთხშაბათს გამოაქვეყნა თავის საიტზე გაზეთმა The Washington Post-მა. გამოცემა აზუსტებს, რომ ჟურნალისტის წყაროებმა „მოგვიანებით დაადასტურეს, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გააჩნია ახალი საიდუმლო შეიარაღების სისტემები“.

თემები:
მსოფლიო დღეს (2075)

მთავარი თემები