მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთში ქრისტიანობასთან ბრძოლა ძლიერდება: იგეგმება ახალი წესების ამოქმედება

CC0 / Pixabay / ახალგაზრდა მამაკაცი ბიბლიით ხელში
ახალგაზრდა მამაკაცი ბიბლიით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი ბიბლიისა და ქრისტიანული რელიგიის შესახებ თავისუფალი მსჯელობის ბოლო შესაძლებლობას მოსპობს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლება აპირებს გააძლიეროს ბრძოლა ქრისტიანობის გავრცელების წინააღმდეგ უცხოელების მხრიდან, იუწყება გამოცემა South China Morning Post.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ახალი წესების ამოქმედება იგეგმება, რომელთა თანახმად, უცხოელ პედაგოგებს ნებართვის გარეშე თავიანთი სარწმუნოების პროპაგანდა აეკრძალებათ.

DHL-ის საფოსტო სამსახური  - Sputnik საქართველო
იდუმალი თესლი: საეჭვო ჩინური ამანათების საიდუმლო ამოხსნილია

ექსპერტების აზრით, ქვეყნის ხელისუფლების ეს ნაბიჯი გადაკეტავს ბიბლიისა და ქრისტიანული რელიგიის შესახებ თავისუფალი მსჯელობის ბოლო შესაძლებლობას.

გარდა ამისა, ახალ უცხოელ პედაგოგებს ჩინეთის პოლიტიკური სისტემის შემსწავლელი 20-საათიანი კურსის გავლასაც მოსთხოვენ. ამასთან გამორიცხული არ არის, რომ მასწავლებლების მიმართ სოციალური კრედიტის სისტემაც გამოიყენონ, სადაც ავტომატურად შეფასდება მათი ქცევა.

აღინიშნება, რომ შეზღუდვები ფართო ხასიათისა იქნება და გავრცელდება ყველაფერზე, რაც ჩინეთის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველად ან ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად ჩაითვლება.

უცხოელი პედაგოგები ისტორიულად იყვნენ ჩინეთში ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მქადაგებლები. ხოლო 1980 წლის პოლიტიკური რეფორმების შემდეგ, როცა ჩინეთმა საზღვრები გახსნა მსოფლიოსთვის, ბევრი უცხოელი პედაგოგი, ბიზნესმენი თუ სტუდენტი ატარებდა ქვეყანაში ბიბლიის შემსწავლელ მეცადინეობებს.

ამ მომენტისთვის ჩინეთში ქრისტიანობაზე სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა ხორციელდება, რასაც ზოგი მაო ძედუნის ეპოქაში მომხდარ მოვლენებს ადარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0